saqarTvelos uReltexilebi - lasxedaris uReltexilli

კოორდინატები 43°09`28` ჩ. გ. 42°53`28` ა. გ.
ქვეყანა საქართველო, რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3500 მ
ქედი სვანეთის კავკასიონი

 

უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მწვერვალ ბაშილთაუსა და ტვიბერის უღელტეხილს შორის, ბაშილისა და ტვიბერის მყინვართგამყოფზე. მესტიის მუნიციპალიტეტსა და ყაბარდო-ბარყარეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3500 მ. დაფარულია მუდმივი თოვლით.